ვინ ვართ და რა გვინდა?!

გამარჯობა, მე მიხეილ დიასამიძე ვარ, მიხოს მეძახიან. მე და ჩემს შვილს, ანიკას, ცელიაკია გვაქვს. ჩვენს ოჯახში უსაფრთხოებისთვის ყველა უგლუტენოდ ვიკვებებით. სწორედ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად შევქმენით Gluten Free Gang.

Gluten Free Gang

ჩვენი ოჯახის ისტორია

გამარჯობა, მე მიხეილ დიასამიძე ვარ, მიხოს მეძახიან. მე და ჩემს შვილს, ანიკას, ცელიაკია გვაქვს და მკაცრად უგლუტენოდ ვიკვებებით. ნინის ცელიაკია არ აქვს, მაგრამ სახლის სამზარეულო უსაფრთხო რომ იყოს, გლუტენს სახლში არ ვიყენებთ. ჩვენი ძაღლი, ტომიც, უგლუტენო კვებაზეა. ასე გახდა Gluten Free Gang ჩვენი ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილი.

თავიდან, ამ დიაგნოზის მიღებაცა და ინფორმაციის მოძიებაც ძალიან გაგვიჭირდა. ბევრი ვიწვალეთ, ვისწავლეთ, ვიკითხეთ და ბევრი რამეც გავიგეთ. მერე კი გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა, სხვებმაც ჩვენსავით იწვალონ და ჯერ გვერდები გავაკეთეთ სოციალურ მედიაში, მერე - ვებ-გვერდიც.

ცელიაკიაზე, გლუტენის აუტანლობაზე და ზოგადად, გლუტენზე, ქართულად ინფორმაციის მოპოვება არც ისე ადვილია. ჩვენ კი გვინდა, რომ ჩვენი გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ, თანაც, ქართულად.

თუ ჩვენ შევძელით უგლუტენო კვებაზე გადასვლა, გარშემომყოფების ინფორმირება, დიაგნოზთან ადაპტაცია, ყოველდღე ლანჩბოქსების მზადება და უსაფრთხო კვების უზრუნველყოფა, ე.ი. ყველა შეძლებს.

ჩვენი გვერდი მარტო ცელიაკიის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის არაა. იმ ადამიანებისთვისაცაა, ვის ახლობლებსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენ მოგაწვდით მაქსიმალურ ინფორმაციას იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნათ.

და ბოლოს, გვინდა მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია გლუტენის შესახებ, რათა მაღაზიებსა თუ კაფეებში შესვლისას, გაუგებრობას არ ვაწყდებოდეთ. გვინდა, მივცეთ მოტივაცია ბიზნესს, მეტი კომფორტი შეუქმნან მათ, ვინც გლუტენის აუტანლობით, ხორბალზე ალერგიით, ან ცელიაკიით ცხოვრობს. თქვენი მხრიდან ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი და ინფორმაციის გაზიარება ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

01
სანდოობასამედიცინო ინფორმაციისთვის პირველწყაროების გამოყენება.
02
პრაქტიკულობაყოველდღიური არჩევანისთვის მოკლე და გასაგები ინსტრუქციები.
03
კომუნიტეტისაქართველოში უგლუტენო გარემოს შესახებ გამოცდილების გაზიარება.
iმნიშვნელოვანია: საიტზე განთავსებული ინფორმაცია საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და ექიმის ინდივიდუალურ კონსულტაციას არ ცვლის.