ყველაფერი ცელიაკიისა და უგლუტენო ცხოვრების შესახებ

ცხოვრება გლუტენის გარეშე - განმარტება, გამოცდილება და რჩევები

ჩვენ ვართ Gluten Free Gang - ოჯახი, რომლის ყველა წევრიც (ძაღლიანად) ცხოვრობს გლუტენის გარეშე. გვინდა, გაგიზიაროთ, როგორ ვცხოვრობთ უგლუტენოდ და როგორ ვზრუნავთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ჩვენი მიზანია, საქართველოში ცელიაკიით ცხოვრება ნაკლებად დამაბნეველი გახდეს.

პროექტად ქცეული ოჯახური ყოველდღიურობა

ჩვენს ოჯახში ცელიაკია მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი არ არის. უფრო, ყოველდღიური ცხოვრების წესია. Gluten Free Gang შევქმენით იმისთვის, რომ ცელიაკიის, ან გლუტენის აუტანლობის დიაგნოზის მქონე ადამიანებს კითხვებზე პასუხის ძებნა ქართულ ენაზეც შეეძლოთ. გაგიზიარებთ ქართულ რეალობასთან შესაბამის პრაქტიკას. მოგიყვებით ყველაფერს, რის მოსმენასაც თავად ვისურვებდით, დიაგნოზის პირველ დღეებში.

იმედი გვაქვს, ჩვენთან ერთად, თავს მარტო არ იგრძნობთ, მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებსა და მხარდაჭერას. ცელიაკიის, ან გლუტენის აუტანლობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იცავთ ერთმანეთის უსაფრთხოებას, რა პროდუქტს ყიდულობთ, სად მივირთმევთ და როგორ ვამზადებთ საჭმელს სახლში.

01
პირადი გამოცდილებაჩვენი თვალით დანახული ყოველდღიური გამოწვევები.
02
სანდო წყაროებისანდო პირველწყაროებით გადამოწმებული ინფორმაცია.
03
ქართული რეალობაპროდუქტების ხელმისაწვდომობა, აღმოჩენები და სიახლეები.

კითხვები და პასუხები უსაფრთხოების შესახებ

მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია!

შოპინგი
შოპინგის აიქონი

ეტიკეტის კითხვა

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ეტიკეტის კითხვის დროს?

ვრცლად →
სამზარეულო
საკვების უსაფრთხოების აიქონი

უსაფრთხო სამზარეულოს მოწყობა

მარტივი წესები ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

ვრცლად →

იპოვე უსაფრთხო კვების ობიექტები შენს მახლობლად

ჯერჯერობით არჩევანი დიდი არ არის. რუკაზე თავმოყრილ ინფორმაციას პერიოდულად ვამოწმებთ და ვაახლებთ. ობიექტის უსაფრთხოება ვიზიტამდე თავადაც გადაამოწმეთ.

თქვენ არ ხართ მარტო!

შემოგვიერთდი სოციალური მედიის გვერდებზე, გაგვიზიარე გამოცდილება და ერთად შევქმნათ საქართველოში უფრო ინფორმირებული და უსაფრთხო უგლუტენო გარემო.

Gluten Free Gang
iმნიშვნელოვანია: საიტზე განთავსებული ინფორმაცია საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და ექიმის ინდივიდუალურ კონსულტაციას არ ცვლის.