ეტიკეტის კითხვა
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ეტიკეტის კითხვის დროს?
ვრცლად →ჩვენ ვართ Gluten Free Gang - ოჯახი, რომლის ყველა წევრიც (ძაღლიანად) ცხოვრობს გლუტენის გარეშე. გვინდა, გაგიზიაროთ, როგორ ვცხოვრობთ უგლუტენოდ და როგორ ვზრუნავთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ჩვენი მიზანია, საქართველოში ცელიაკიით ცხოვრება ნაკლებად დამაბნეველი გახდეს.
დიაგნოზის მიღებიდან პროდუქტის შერჩევამდე - ყველაფერი მარტივად და გასაგებად, ერთ სივრცეში.
ჩვენს ოჯახში ცელიაკია მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი არ არის. უფრო, ყოველდღიური ცხოვრების წესია. Gluten Free Gang შევქმენით იმისთვის, რომ ცელიაკიის, ან გლუტენის აუტანლობის დიაგნოზის მქონე ადამიანებს კითხვებზე პასუხის ძებნა ქართულ ენაზეც შეეძლოთ. გაგიზიარებთ ქართულ რეალობასთან შესაბამის პრაქტიკას. მოგიყვებით ყველაფერს, რის მოსმენასაც თავად ვისურვებდით, დიაგნოზის პირველ დღეებში.
იმედი გვაქვს, ჩვენთან ერთად, თავს მარტო არ იგრძნობთ, მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებსა და მხარდაჭერას. ცელიაკიის, ან გლუტენის აუტანლობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იცავთ ერთმანეთის უსაფრთხოებას, რა პროდუქტს ყიდულობთ, სად მივირთმევთ და როგორ ვამზადებთ საჭმელს სახლში.
ჯერჯერობით არჩევანი დიდი არ არის. რუკაზე თავმოყრილ ინფორმაციას პერიოდულად ვამოწმებთ და ვაახლებთ. ობიექტის უსაფრთხოება ვიზიტამდე თავადაც გადაამოწმეთ.
შემოგვიერთდი სოციალური მედიის გვერდებზე, გაგვიზიარე გამოცდილება და ერთად შევქმნათ საქართველოში უფრო ინფორმირებული და უსაფრთხო უგლუტენო გარემო.