ბოლო განახლება: 4 სექტემბერი, 2026
ვინ მართავს საიტს
glutenfreegang.ge-ს მართავს Gluten Free Gang. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოგვწერე: glutenfree.gang.georgia@gmail.com.
რა მონაცემები მუშავდება
შენი თანხმობის შემთხვევაში საიტი იყენებს Google Analytics-სა და Meta Pixel-ს. მათ შეიძლება დაამუშაონ ინფორმაცია გვერდების ნახვის, საიტზე შესრულებული მოქმედებების, მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპის, მიახლოებითი მდებარეობისა და საიტზე შემოსვლის წყაროს შესახებ. საიტის ფორმებში ჯანმრთელობის ან სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს არ ვაგროვებთ.
რისთვის ვიყენებთ მონაცემებს
- საიტის გამოყენებისა და პოპულარული მასალების გასაგებად;
- ტექნიკური და შინაარსობრივი გაუმჯობესებისთვის;
- Meta-ს პლატფორმებზე კამპანიების შედეგების გასაზომად.
თანხმობა და Cookie-ფაილები
Google Analytics და Meta Pixel მხოლოდ მას შემდეგ ჩაირთვება, რაც Cookie ფანჯარაში „ვეთანხმები“-ს აირჩევ. „უარყოფა“-ს შემთხვევაში ეს სისტემები არ იტვირთება. არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია Footer-ში არსებული „Cookie პარამეტრები“-ს საშუალებით.
მონაცემების მიმღებები
თანხმობის შემთხვევაში მონაცემები შეიძლება დამუშავდეს Google-ისა და Meta-ს მიერ მათი კონფიდენციალურობის წესების შესაბამისად. გაეცანი Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და Meta-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
შენი უფლებები
შეგიძლია უარი თქვა არასავალდებულო Cookie-ფაილებზე, შეცვალო არჩევანი და მოგვმართო შენს მონაცემებთან დაკავშირებული შეკითხვით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი მითითებულ ელფოსტაზე.